რუსეთის სააპელაციო კოლეგიამ ნავალნის საჩივარი უარყო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ნიკოლაი რომანენკო, სასამართლო სხდომაზე

რუსეთის უზენაესი სასამართლოს სააპელაციო კოლეგიამ უარი უთხრა ალექსეი ნავალნის საჩივარს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობის აკრძალვას ეხება. სასამართლოს 30 დეკემბრის გადაწყვეტილება ძალაში რჩება. თავის მხრივ ის ადასტურებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც თვლის, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს არ აქვს პასიური საარჩევნო უფლება „კიროვლესის„ საქმეზე ნასამართლებობის გამო.