აზერბაიჯანის სეპარატისტული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის მმართველები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანელმა სნაიპერმა მათი ჯარისკაცი მოკლა დაპირისპირებულ მხარეებს შორის გამყოფი ხაზის მახლობლად. მთიანი ყარაბაღის სამხედრო წარმომადგენლების ცნობით, 19 წლის ჯარისკაცი 7 იანვარს დაიღუპა. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ათწლეულებია გრძელდება დაპირისპირება, ძირითადად, ეთნიკური სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის გარშემო. რეგიონმა აზერბაიჯანისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1988-1994 წლების ომის შემდეგ. კონფლიქტმა 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასიათაობით ადამიანი აქცია ადგილნაცვალ პირად. კონფლიქტის მოსაგვარებელი დიპლომატიური ძალისხმევა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ მიმდინარეობს.