საიას ყოფილი ხელმძღვანელი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გახდა

ანა ნაცვლიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო მდივნად დანიშნა ანა ნაცვლიშვილი. 2014-2017 წლებში, ანა ნაცვლიშვილი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 8 იანვარს, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში მისი წარმომადგენელი, ანა დოლიძე დანიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.