ჩეჩნეთის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა უფლებადამცველ ოიუბ ტიტიევს

ოიუბ ტიტიევი

ჩეჩნეთის ქალაქ შალის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ ჩეჩნეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ოიუბ ტიტიევს. ამის შესახებ იტყობინება მისი ადვოკატი პიოტრ ზაიკინი. დაცვა 12 იანვარს აპირებს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას. ტიტიევს დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შენახვაში ედება ბრალი. უფლებადამცველი 8 იანვარს დააკავეს, როცა იგი სამსახურში მიდიოდა. წამყვანმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მოუწოდეს რუსეთის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ტიტიევი. „მემორიალი“ მიიჩნევს, რომ ტიტიევის საქმე შეთითხნილია.