ავღანეთში გლოვობენ ტერაქტის შედეგად დაღუპულ ასზე მეტ ადამიანს

ავღანეთის მთავრობამ 28 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც 27 იანვარს თვითმკვლელის მიერ მოწყობილ აფეთქებას ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, დანაღმული ავტომანქანით განხორციელებული ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი 103-მდე გაიზარდა, დაჭრილია 150-ზე მეტი.

ქაბულის პოლიციის უფროსის მოადგილის, ჰაყნავაზ ჰაყიარის თქმით, თავდასხმა 27 იანვარს დილით განხორციელდა ხალხმრავალ მოედანზე. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანმა. ეს უდიდესი აფეთება იყო, რომელიც განხორციელდა ქაბულში უკანასკნელი წლების განმავლობაში.