112: ყოველი წამი გადამწყვეტია

Your browser doesn’t support HTML5

11 თებერვალი (11/2) 112-ის დღეა, რომელიც 2009 წლიდან, საქართველოს გარდა, ევროპის სხვა ქვეყნებშიც აღინიშნება. გადაუდებელი დახმარების ცენტრის ოპერატორები დღე-ღამეში საშუალოდ 20 ათას ზარს პასუხობენ. ზარების რაოდენობა ბოლო წლებში მზარდი ტენდენციით გამოირჩევა, თუმცა მათი დიდი ნაწილი ძირითადად სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო ჯგუფების გამოძახებაზე მოდის. 112 ის ადგილია, რომლის გავლითაც მყარდება პირველი კონტაქტი სამართალდამცველ სტრუქტურებსა და მოქალაქეებს შორისაც. იურისტები და უფლებადამცველები ხაზს უსვამენ სამართალდამცველ სტრუქტურებთან მოქალაქეების თანამშრომლობის აუცილებლობას, რადგან ამაზე ხშირად ადამიანების სიცოცხლეა დამოკიდებული. თუმცა ამ თანამშრომლობის ხარისხი ჯერჯერობით არასახარბიელოა, რაც ბოლო ხანების არაერთი გახმაურებული ფაქტის ჭრილშიც გამოიკვეთა. ბევრისთვის აშკარაა, რომ ნდობა აღსადგენია. რომელ მხარეს ეკისრება ნდობის აღდგენის ვალდებულება?