პარლამენტის პასუხი მუხთარლის

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოს პარლამენტი უახლოეს დღეებში იმსჯელებს საპარლამენტო ოპოზციის პროექტზე, შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც ნათელი უნდა მოჰფინოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეს. საქართველოსა და აზერბაიჯანის მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ 2017 წლის 29 მაისს თბილისის ცენტრიდან ქართველმა სამართალდამცავებმა გაიტაცეს, გადაიყვანეს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე და აზერბაიჯანელ კოლეგებს გადასცეს.