რებეკა ჰარმსი: "შესაძლოა, საერთაშორისო თანამეგობრობამ დაუშვა შეცდომა საქართველოში ომის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაუწესებლობით"

რებეკა ჰარმსი, ევროპარლამენტის წევრი, "ევრონესტის" თანათავმჯდომარე

ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა რადიო თავისუფლებას გაუზიარა თავისი მოსაზრებები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებსა და მათ პერსპექტივაზე. ევროპელი პოლიტიკოსი აცხადებს: "შესაძლოა, საერთაშორისო თანამეგობრობამ დაუშვა შეცდომა საქართველოში ომის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაუწესებლობით. დღევანდელ დღეს, ვფიქრობ, აზრსმოკლებული არ არის საქართველოს ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში. საქართველო მხარს უჭერს ყირიმთან დაკავშირებულ სანქციებს. მართალი გითხრათ, არ მესმის რატომ არ უჭერს მხარს დონბასთან დაკავშირებულ სანქციებს". რებეკა ჰარმსი იწონებს საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და თვლის, რომ მას ევროკავშირმაც უნდა დაუჭიროს მხარი. ევროპარლამენტარს იმედი აქვს, რომ ევროკავშირი მომავალში მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებას.