ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მუდმივმა წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საბანკო და სავიზო სანქციების კიდევ 6 თვით გაგრელებას რუსეთის 150 მოქალაქის, მათ შორის მთავრობის მაღალჩინოსნების და მოსკოვის მიერ უკრაინაში მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ - ამის შესახებ ბრიუსელიდან იუწყება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი. სანქციების ნუსხაში არიან ევროკავშირში რუსეთის წარმომადგენელი, ანატოლი ანტონოვი, ვიცე-პრემიერი, დმიტრი როგოზინი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი, ტელეწამყვანი დმიტრი კისილიოვი და სხვები. ევროკავშირმა რუსეთს სანქციები 2014 წელს დაუწესა ყირიმის ანექსიის გამო.
ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს რუსეთისთვის სანქციების გაგრძელებას
რუსეთის ვიცე-პრემიერი დმიტრი როგოზინია ერთ-ერთი, ვინც რჩება ევროკავშირის სანქციების ნუსხაში