გერმანიამ მეთორმეტე ოქროს მედალი ქალთა ბობსლეიში მოიპოვა

ოლიმპიელები ბობსლეიში ვარჯიშის დროს

პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ბობსლეიში ქალთა ორადგილიან ეკიპაჟებს შორის უმაღლეს ჯილდოს გერმანია დაეუფლა. მარიამა იამანკასა და ლიზა ბუკვიცის დუეტმა 0,07 წამით აჯობა ამერიკელ კონკურენტებს - ელენა მეიერს ტეილორსა და ლორენ გიბსს. მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს კანადელებმა - კაილი ჰემპრიზმა და ფილისია ჯორჯმა. გერმანიამ პიონჩანგის ოლიმპიადაზე მეთორმეტე ოქროს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზეა. ლიდერი კი ნორვეგიაა, ცამეტი ოქროს მედლით.