საქართველო, მოლდავეთი და უკრაინა გმობენ რუსეთის სამხედრო ყოფნას

საქართველოს, მოლდავეთის და უკრაინის პარლამენტების სპიკერებმა, ირაკლი კობახიძემ, ადრიან კანდუმ და ანდრეი პარუბიმ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს ის გარემოება, რომ მათ ქვეყნებში რუსეთის სამხედროების ყოფნა დესტაბილიზაციას იწვევს. მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვში ჩატარებული, უსაფრთხოების ერთდღიანი კონფერენციის ბოლოს სამმა სპიკერმა გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ღრმა შეშფოთებაა გამოთქმული ამ სამ ქვეყანაში რუსეთის სამხედრო ყოფნის თაობაზე. განცხადების თანახმად, სამი ქვეყანა "ღრმადაა შეშფოთებული რუსეთის სამხედროების ყოფნით" მოლდავეთში და "რუსეთის მხრიდან ოკუპაციის, ან სამხედრო ინტერვენციის სხვა ფორმებით" საქართველოსა და უკრაინაში. განცხადება ასევე გმობს რუსეთის მხრიდან "კოორდინირებულ საგარეო მხარდაჭერას სეპარატისტების მიმართ" და სოციალურ მედიაში განხორციელები "ოპერაციებს", პროევროპული მთავრობების დისკრედიტაციის მიზნით.