ჩეჩნეთში ჩამოვარდა რუსული ვერტმფრენი

ვერტმფრენი მი-8

ჩეჩნეთში კატასტროფა განიცადა მი-8 ტიპის ვერტმფრენმა, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის სასაზღვრო სამსახურს ეკუთვნოდა. სააგენტოების, ინტერფაქსის და რია-ნოვოსტის ინფორმაციით, ვერტმფრენში იმყოფებოდა 7 ადამიანი, მათგან 6 დაიღუპა და 1 მძიმედ დაშავდა. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.