ქალების უმუშევრობა ყველაზე დიდი პრობლემა პაკისტანსა და ირანშია

ირანი

პაკისტანი, ირანი და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ყველაზე ნაკლებ შესაძლებლობას აძლევენ ქალებს სამსახურის საშოვნელად - ნათქვამია გაეროს მიერ მომზადებულ მოხსენებაში. ახლო აღმოსავლეთში ქალთა უმუშევრობის მაჩვენებელი ორჯერ აჭარბებს კაცებისას. ამასთან, სამუშაო ადგილები ქალებისათვის ბევრად ნაკლებს იხდიან. მსოფლიოში ქალების დაახლოებით ნახევარია დასაქმებული, ახლო აღმოსავლეთში კი - მხოლოდ 19 პროცენტი. 144 ქვეყნიდან ქალების დასაქმების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ სირიას, პაკისტანს, საუდის არაბეთს, იემენს და ირანს. ამ ქვეყნებში კაცების საშუალო ანაზღაურება მსგავსი სამუშაოებისთვის 65 პროცენტით აღემატება ქალებისას.