26 ადამიანი დაიღუპა ქაბულში მეჩეთთან მომხდარი აფეთქების შედეგად

სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა და 18 დაიჭრა 21 მარტს, ქაბულში მდებარე ერთ-ერთი მეჩეთის წინ მომხდარი აფეთქების შედეგად. იუწყებიან, რომ შენობის წინ თავი აიფეთქა თვითმკვლელმა მოიერიშემ. დაღუპულთა უმრავლესობა სამოქალაქო პირია. თავდასხმა მოხდა იმ დროს, როდესაც ქაბულში აღნიშნავენ ნავრუზს, სპარსული ტრადიციით ახალი წლის დღესასწაულს. პოლიციელებმა შენიშნეს თავდამსხმელი, რომელიც ხალხით სავსე შახის მეჩეთში შესვლას ცდილობდა. მან მოასწრო და თავი აიფეთქა მეჩეთის შესასვლელში. ქაბულის პოლიცია შიშობს, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს.