იქცევა თუ არა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ ახალ მაგნიტსკის აქტად

Your browser doesn’t support HTML5

ბოლო დღეებში მთელი საქართველო მოიცვა არჩილ ტატუნაშვილის ამბავმა. ყოფილი ჯარისკაცის სიკვდილმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე კრიტიკულად აუცილებელი გახადა მსჯელობა იმაზე, თუ როგორ უნდა უპასუხოს საქართველომ რუსეთიდან მომავალ პროვოკაციებს. საქართველოს პარლამენტმა ფართო კონსენსუსით მიიღო რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ. სანქციების თემაზე მსჯელობენ ლონდონში, საიდანაც უკვე გააძევეს 23 რუსი დიპლომატი რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის, სერგეი სკრიპალის, მოწამვლის გამო.აქვე თავს იჩენს შეკითხვაც იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის ცალკეულ ინდივიდებზე გათვლილი სანქციები ეფექტიანი გზა რუსეთის სავარაუდო პროვოკაციების მოსაგერიებლად.