ყარაბაღში სამი გამნაღმველი დაიღუპა

სამი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო გამნაღმველთა ორგანიზაციის კუთვნილი ავტომობილი ნაღმს დაეჯახა მთიანი ყარაბაღის რეგიონში. ყარაბაღის დე-ფაქტო ჯანმრთელობის სამინისტროს წარმომადგენელმა მაია აზათიანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ აფეთქებისას კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. დაღუპულებიც და დაშავებულებიც ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან.