ტყიბულის შახტიდან ამოიტანეს 6 დაღუპული მაღაროელის ცხედარი

ტყიბული

ტყიბულში, მინდელის შახტიდან ამოიტანეს ექვისვე დაღუპულის ცხედარი. ისინი გადაასვენეს ქუთაისის პროზექტურაში, სადაც ექსპერტიზა ჩატარდება. მაღაროდან ცხედრების ამოტანის ოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. ტყიბულის მინდელის შახტში უბედური შემთხვევა 5 აპრილს გამთენიისას, 4 საათისთვის მოხდა. დაიღუპა 6 და დაშავდა 3 მაღაროელი. წინასწარი ოფიციალური ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი ე.წ. სამთო დარტყმაა.