იულია სკრიპალის ჯანმრთელობა დღითიდღე უმჯობესდება

ლონდონის პოლიციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ იულია სკრიპალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება, თუმცა ის თავს კვლავინდებურად დეზორიენტირებულად გრძნობს. განცხადებაში არაფერია ნათქვამი მამამისის, ყოფილი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის ჯანმრთელობაზე. სერგეი და იულია სკრიპალები ინგლისის ქალაქ სოლსბურიში 4 მარტს მოწამლეს. დასავლეთის ქვეყნები თავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებენ.