გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთის მოთხოვნით შეიკრიბება სირიაში აშშ-ის შესაძლო საჰაერო დარტყმების გამო

გაეროს უშისროების საბჭო 13 აპრილს საგანგებო შეხვედრას ჩაატარებს რუსეთის მოთხოვნით, „საერთაშორისო მშვიდობის წინაშე არსებული საფრთხის“ გამო, რომელსაც, რუსეთის თქმით, ქმნის აშშ-ისა და მისი მოკავშრეების მიერ შესაძლო საჰაერო თავდასხმები სირიაზე. „დაუყოვნებლივი პრიორიტეტი ომის საშიშროების თავიდან აცილებაა“ - თქვა რუსეთის ელჩმა გაეროშ ვასილი ნებენზიამ. რუსეთს სირიაში განთავსებული ჰყავს ათასობით ჯარისკაცი და სამხედრო მრჩეველი. ნებენზიას კომენტარს წინ უძღოდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მაიკ პომპეოს განცხადება, რომლის მიხედვითაც ასობით რუსი სამხედრო დაიღუპა ამერიკის საარტილერიო და საჰაერო დარტყმების შედეგად თებერვალში, როდესაც თავს დაესხნენ აღმოსავლეთ სირიაში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზას.