ქუთაისში ავტომობილების პარკირების კონტროლი მკაცრდება

ქუთაისი საქართველოს პირველი ქალაქია, სადაც გამკაცრდა ავტომობილების პარკირების კონტროლი. პარკირების წესების დარღვევის შემთხვევებს ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური აკონტროლებს. აიკრძალა ავტომანქანების ტროტუარებზე გაჩერება. წესების დამრღვევი მძღოლები 500 ლარით დაჯარიმდებიან.
ზედამხედველობის სამსახურმა უკვე დააჯარიმა რამდენიმე მოქალაქე, თუმცა მანამდე მათ გაფრთხილება მისცეს.