ქართველი ძიუდოისტები ევროპის 2018 წლის ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩნენ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, 1992 წლის შემდეგ პირველად, ევროპის ჩემპიონატი მედლის გარეშე ჩაამთავრა. 26-28 აპრილს ტელ-ავივში გამართულ ევროპირველობაზე ირაკლი ცირეკიძის გაწვრთნილი გუნდის ცხრა წევრიდან საუკეთესო შედეგი აჩვენეს ევროპის 2013 წლის ჩემპიონმა ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) და ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) - ორივე მეხუთე ადგილს დასჯერდა. საქართველოს ნაკრებმა ისრაელში უძლიერესი შემადგენლობით იჭიდავა, მაგრამ საერთო გუნდურ ჩათვლაში 44 ქვეყნის ნაკრებს შორის 27-ე ადგილი დაიკავა.