მანაფორტის საქმეზე სპეცპროკურორი 70 ადამიანის დაკითხვას აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი, რომელიც 2016 წლის ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩართულობას იძიებს, სასამართლო სხდომაზე 70 ადამიანის გაძახებას აპირებს. სწორედ ამდენი უწყება გაუგზავნა მან ადამიანებს, რომლებიც ვირჯინიის შტატის სასამართლოში უნდა გამოცხადდნენ. მოსმენა ქალაქ ალექსანდრიის სასამართლოში 10 ივლისს გაიმართება. სასამართლოში გამოძახებულებს ევალებათ წარადგინონ დოკუმენტებიც, თუმცა არ ზუსტდება, რა ტიპის დოკუმენტები.

სასამართლომ პრეზიდენტის საარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსის პოლ მანაფორტის საქმეზე უნდა იმსჯელოს. სპეცპროკურორმა მანამდე პოლ მანაფორტი დაადანაშაულა ასევე თაღლითობაში, ყალბი საგადასახადო დეკლარაციების წარდგენაში, თანხის გაფლანგვასა და შემოსავლების დამალვაში. ამ საქმეზე სამართალდამცავები ედავებიან ასევე პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს რიკ გეიტსს.

მანაფორტსა და გეიტსს ასევე ადანაშაულებენ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ინტერესების ლობირებაში, მათგან გეიტსმა დანაშაული აღიარა.