ფაშინიანმა რუსეთს, აშშ-ს, ევროკავშირს და საქართველოს აცნობა, რომ მუშაობს კრიზისის განმუხტვაზე

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა, ნიკოლ ფაშინიანმა შეხვედრა გამართა რუსეთის, აშშ-ის, ევროკავშირისა და საქართველოს ელჩებთან და მათ აცნობა, რომ მუშაობს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე. "ელჩებს ვაცნობე შეთანხმებები, რომლებსაც მივაღწიეთ შიდაპოლიტიკური კრიზისის განსამუხტად" - ამბობს ფაშინიანი 3 მაისს ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში და დასძენს: "ასევე განვიხილეთ რამდენიმე ორმხრივი შეთანხმების საკითხები. სომხეთში აკრედიტირებულ ელჩებთან შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება". 3 მაისს ფაშინიანი მეორედ იქნა ოფიციალურად წარდგენილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი პარტია, "ელკის" და მოკავშირე ოპოზიციური პარტიების მიერ და მმართველი, რესპუბლიკური პარტიისგან მიიღო დაპირება, რომ ისინი მხარს დაუჭერენ "ხალხის კანდიდატს". კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი იმედოვნებს, რომ სომხეთთან შეინარჩუნებს "კარგ და კონსტრუქციულ" ურთიერთობას და რომ სომხეთის პოლიტიკური პარტიები "რაც შეიძლება სწრაფად" შეძლებენ უთახმოების გადაჭრას.