ტრამპი აცხადებს, რომ დადგენილია ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრის დრო და ადგილი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დადგენილია დრო და ადგილი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან მისი საეტაპო მნიშვნელობის შეხვედრისთვის - თუმცა ჯერჯერობით ტრამპი დეტალებს არ აზუსტებს. "უკვე გვაქვს თარიღი და ადგილი. ამას მალე გამოვაცხადებთ" - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს 4 მაისს. უფრო ადრე, ტრამპმა მიანიშნა, რომ ორი ლიდერის შეხვედრა შესაძლოა გაიმართოს ორ კორეას შორის არსებულ დემილიტარიზებულ ზონაში. სხვა შესაძლო ადგილებად ახსენებენ სინგაპურს, მონღოლეთს და შვეიცარიას. შეხვედრისთვის მომზადება კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით წარიმართა მას შემდეგ, რაც დემილიტარიზებულ ზონაში 27 აპრილს გაიმართა სამიტი კიმ ჩენ ინსა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, მუნ ჩე-ინს შორის. ამ შეხვედრებით განიმუხტება დაძაბულობა ნახევარკუნძულზე და სულ მცირე დროებით შეჩერდება ფხენიანში ბირთვული იარაღის გამოცდა , რომელიც მიმდინარეობდა გაეროს რეზოლუციათა დარღვევით.