საპროტესტო აქციის დროს დაკავებული ალექსეი ნავალნი კვლავ გაათავისუფლეს

რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის თქმით, ის გაათავისუფლეს წინასწარი პატიმრობიდან. ნავალნი შაბათს დააკავეს საპროტესტო დემონსტრაციების ასობით სხვა მონაწილესთან ერთად. აქციები მთელი რუსეთის მასშტაბით იმართება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მეოთხე ვადით ინაუგურაციის წინ. ნავალნის ბრალი ედება უკანონო დემონსტრაციის მოწყობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობაში. ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო 11 მაისს გაიმართება. ნავალნი რამდენჯერმე იმყოფებოდა პატიმრობაში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მოწყობისთვის. მედიის თანახმად, მოსკოვში 5 მაისს გამართულ საპროტესტო აქციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. პოლიციის ცნობით, მათი რიცხვი 1500-ს აღწევდა.