სომხეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იმყოფება რუსეთის ქალაქ სოჭში, სადაც მიმდინარეობს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბჭოს სხდომა. ეს ორგანიზაცია რუსეთს, სომხეთს, ბელორუსიას, ყაზახეთს და ყირგიზეთს აერთიანებს. საბჭოს სხდომის ფარგლებში ფაშინიანი მოლაპარაკებას გამართავს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან. 8 მაისს, როცა ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს, მან განაცხადა, რომ სომხეთი დარჩება რუსეთის სტრატეგიულ მოკავშირედ.