"თალიბანი" თავს დაესხა ავღანელ პოლიციელებს

ავღანელი ჯარისკაცები ღაზნის პროვინციაში

სულ მცირე 14 პოლიციელი დაიღუპა ავღანეთის ღაზნის პროვინციაში მომხდარი თავდასხმების შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ექსტრემისტებმა ორი თავდასხმა განახორციელეს. დაღუპულთა შორისაა პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი საიედულა ტოფანი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო რადიკალურმა დაჯგუფებამ, „თალიბანმა.“