დამოუკიდებლობის 100 წელი მეტროშიც აღინიშნება

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა 100 წლისაა.  1918 წლის 26 მაისს საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის გამოცხადება ნოე ჟორდანიამ ამცნო. საიუბილეო თარიღს საქართველოს 100-ზე მეტ ქალაქში 300-მდე ღონისძიებით აღნიშნავენ. საზეიმო განწყობა ავტობუსების გაჩერებებსა და მეტროშიც შეიმჩნევა - სადგურ “რუსთაველში” ამ თარიღისადმი მიძღვნილი თემატური ბანერები გამოიფინა.