აქ ერთად ვართ... აფხაზები და ქართველები

Your browser doesn’t support HTML5

„აქ ერთად ვართ...“ - ასე ჰქვია საქართველოს ეროვნულ არქივში გახსნილ გამოფენას, რომელზეც წარმოდგენილია ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიანი თანაცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა, დაცული საქართველოს ეროვნულ არქივსა და ლიტერატურის მუზეუმში. ფოტოგამოფენა ერთგვარი გზავნილია საერთაშორისო საზოგადოებისა და აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისადმი.