კიშინიოვში იმართება მერის არჩევნების მეორე ტური

მერის არჩევნები კიშინიოვში

მოლდავეთის დედაქალაქში კვირას ტარდება მერის არჩევნების მეორე ტური, რაც ერთგვარ ლაკმუსის ფურცელს წარმოადგენს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ. 3 ივნისს ამომრჩეველმა გამარჯვებული უნდა გამოავლინოს ორ კანდიდატს, მოსკოვის მეგობარი სოციალისტური პარტიის წარმომადგენელ იონ ჩებანსა და პროევროპული ღირსებისა და სიმართლის პლატფორმის ერთ-ერთ ლიდერ, ანდრეი ნასტასეს, შორის. 20 მაისს არჩევნების პირველ ტურში ჩებანმა მიიღო ამომრჩეველთა ხმების 41%-ი, ნასტასეს კი წილად ხვდა 32 %-ი. მანამდე მერის არჩევნები გაიმართა მოლდავეთის სიდიდით მეორე ქალაქ ბალიში, სადაც პირველსავე ტურში გაიმარჯვა პრორუსული „ჩვენი პარტიის“ კანდიდატმა, ნიკოლაი გრიგორიშინმა, რომელსაც 61%-მა დაუჭრა მხარი.