ყირგიზეთში წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ბიშკეკის ყოფილ მერს

ყირგიზეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი საფარ ისაკოვი (მარჯვნივ) და ბიშკეკის ყოფილი მერი კუბანიჩბეკ კულმატოვი

ყირგიზეთში ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, კორუფციაში ბრალდებულ საფარ ისაკოვს. ასევე 5 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით, წინასწარ პატიმრობაში 28 ივნისამდე დარჩება დედაქალაქ ბიშკეკის ყოფილი მერი კუბანიჩბეკ კულმატოვი. ბრალდებები უკავშირდება ელექტროსადგურის მოდერნიზაციის სამუშაოებთან დაკავშირებულ გამოძიებას. ვიდრე სასამართლო 5 ივნისს მიიღებდა გადაწყვეტილებას ყოფილი პრემიერის წინასწარი პატიმრობის შესახებ, ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტმა ის მეოთხედ დაიბარა აპრილში მისი მთავრობის გადადგომის შემდეგ. ისაკოვის მთავრობის გადადგომა მოჰყვა პარლამენტში უნდობლობის გამოცხადებას.