მეტროს მუშაობა განახლდა

Your browser doesn’t support HTML5

მეტრომ მუშაობა განაახლა. თბილისის მერს, კახა კალაძეს და „ერთობა 2013“-ის წევრ მეტროს მემანქანეებს შორის შემდგარი მოლაპარაკების საფუძველზე გაფიცვა დასრულდა. კახა კალაძის ინფორმაციით, მეტროს მემანქანეებს დაპირდა, რომ ხელფასის საკითხს აუცილებლად დაუბრუნდებიან 2019 წელს და ყველაფერს გააკეთებენ, რომ მათი სამუშაო პირობები გაუმჯობესდეს.