პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ზაზა სარალიძეს შეხვდა

ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შესასწავლად პარლამენტის მიერ შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე შეხვდა მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს. კაპანაძის ინფორმაციით, საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა სარალიძეების სახლში შედგა. „შევთანხმდით რომ გავაგრძელებთ თანამშრომლობას და ხვალ მოდის პარლამენტში ადვოკატთან ერთად“ - განუცხადა ჟურნალისტებს სერგი კაპანაძემ.