იქნება თუ არა ისტორიული სამიტი შედეგიანიც?

Your browser doesn’t support HTML5

მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია სინგაპურისაკენ, სადაც, მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად,12 ივნისს უკვე ნამდვილად გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტისა და ჩრდილოთ კორეის ლიდერის შეხვედრა. მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი საკითხია ჩრდილოეთ კორეის დენუკლეარიზაცია, გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომლის სწრაფ გადაჭრას ვერავინ ვარაუდობს, ბოლო კვირების ცალკეული პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად.