პოლიციამ აქციაზე ორი პირი დააკავა

თეიმურაზ კუპატაძე

წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავა. როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განუცხადა ჟურნალისტებს, „ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, აქციის მონაწილეებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. პოლიციელები შეეცადნენ მის გამოყვანას. აქციის მონაწილეები მას აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. შედეგად ორივე მხრიდან მოხდა თითო ადამიანის დაკავება.“ თეიმურაზ კუპატაძის განმარტებით, ორივე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლებითაა დაკავებული.