დაკავებულია "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრი

ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე დააკავეს პარტიის წევრები ნიკა მელია, ირაკლი ნადირაძე, ლევან ხაბეიშვილი და ათობით თანამებრძოლი. უდუმაშვილის თქმით, ერთ-ერთ ავტომანქანაში სავარაუდოდ, ისხდნენ სუს-ის და შსს-ს მაღალჩინოსნები და მათგან პასუხის მოსმენა სურდათ, რასაც მოჰყვა დაძაბულობა.

სააგენტო ინტერპრესნიუსის კორესპონდენტის ცნობით, არეულობა მოხდა ქაშუეთის ტაძართან, მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს ეძებდა სამართალდამცველების ავტომანქანებში და პოლიციელებმა რამდენჯერმე გააფრთხილეს, რომ ავტომობილებს მოშორებოდა.