დაჭერილი ხალხი და დაშლილი კარვები

Your browser doesn’t support HTML5

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 11 ივნისს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე დააკავეს 19 პირი, მათ შორის - „ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძე. პოლიციელებმა საავტომობილო გზაზე განთავსებული კარვები შუადღისას პარლამენტის შენობის წინ, კიბეებთან გადაიტანეს, ხოლო საღამოს მთლიანად დაშალეს. ამ დროს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი იყო შეკრებილი. მათი თქმით, საპატრულო პოლიციამ მათი დაღლილობით ისარგებლა.