საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები მოვალეობის შემსრულებლები გახდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის გამო უფლებამოსილება შეუწყდათ მინისტრთა კაბინეტის წევრებს. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტმა შვიდი დღის ვადაში უნდა წარადგინოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატი, რომელმაც თავის მხრივ, შვიდი დღის ვადაში უნდა შეარჩიოს მინისტრობის კანდიდატები და პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა წარუდგინოს ნდობის მისაღებად. მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებამდე წინა შემადგენლობის მინისტრები მოვალეობის შემსრულებლებად დარჩებიან.