რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი მიიჩნევს, რომ „მსოფლიოში საუკეთესო რუსი ქალები“ თავის საკითხებს თავადვე გადაწყვეტენ. პესკოვის ეს განცხადება მოჰყვა დუმის დეპუტატის, ოჯახის, ქალების და ბავშვთა საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის, ტამარა პლეტნიოვას მოწოდებას, რომ რუსმა ქალებმა თავი უნდა შეიკავონ ინტიმური კავშირებისგან მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის გამო რუსეთში ჩასულ უცხოელ გულშემატკივრებთან. დუმის დეპუტატმა მაგალითად მოიყვანა 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადა, რომლის შედეგად, პლეტნიოვას თქმით, რუსეთში გაჩნდა უამრავი მარტოხელა დედა და მათი შვილები, განსაკუთრებით განსხვავებული რასის ბავშვები, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან იტანჯებოდნენ.
დეპუტატ პლეტნიოვას განცხადების კომენტირებისას პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა ხაზი გაუსვა გუშემატკივრის პასპორტში მითითებულ სიტყვებს: „არა რასიზმს!“