ირაკლი კობახიძე: მთავრობის ფორმირება, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში დასრულდება

Your browser doesn’t support HTML5

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ უმსჯელიათ. ირაკლი კობახიძემ ასევე კომენტარი გააკეთა ახალი მთავრობის ფორმირებაზე და განაცხადა, რომ მინისტრების კანდიდატურების წარდგენა პრემიერმინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძის პრეროგატივაა და შესაბამისად, წინასწარ ვერ იტყვის, ვინ იქნებიან ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრები. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ მთავრობის ფორმირება მომავალ კვირაში დასრულდება.