პოლიციამ ადგილზე გაანადგურა ერთ-ერთი სავარაუდო თავდამსხმელი, რომელმაც კვირას სროლა ატეხა ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ თრენტონის ღამის ხელოვნების ფესტივალზე. ადგილობრივი პროკურორის ცნობით, სროლის შედეგად დაიჭრა 20 კაცი, მათ შორის ერთი, 13 წლის ბიჭის მდგომარეობა კრიტიკულია. სროლა წამოიწყო ორმა პირმა. ერთ-ერთი, 33 წლის მამაკაცი, ლიკვიდირებულია. მეორე კი პოლიციამ შეიპყრო და მიმდინარეობს მისი დაკითხვა დანაშაული მოტივის დასადგენად. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სროლის დროს ფესტივალის ადგილზე, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში გრძელდება, დაახლოებით 1000 კაცი იმყოფებოდა.