ყირიმში პირობითი პატიმრობა შეუფარდეს ხუთ თათარ აქტივისტს 2014 წლის აქციაში მონაწილეობისათვის

ყირიმში, რომელიც რუსეთს უკანონოდ აქვს მიერთებული, სასამართლომ პირობითი სასჯელი შეუფარდა ხუთ ყირიმელ თათარს 2014 წლის თებერვალში „მასობრივ არეულობაში“ მონაწილეობისათვის. ქალაქ სიმფეროპოლის სასამართლომ 19 ივნისს გამოაცხადა ვერდიქტები. ხუთივე ყირიმელი თათარი - ალი ასანოვი, მუსტაფა დეგერმანჯი, ესკენდირ კანტემიროვი, ესკენდირ ემირვალიევი და არსენ იუნუსოვი - შედიოდნენ ჯგუფში, რომელმაც საპროტესტო აქცია გამართა რეგიონულ საკანონმდებლო ორგანოსთან 2014 წლის თებერვალში. დემონსტრაცია გაიმართა, როცა რუსეთი მიმართავდა ზომებს უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსიის განსახორციელებლად. ყირიმელი თათრების დიდი ნაწილი აკრიტიკებს ანექსიას. ხუთი მამაკაცი 2015 წელს დააკავეს. მათ შეუფარდეს პირობითი სასჯელი 3,5-დან 4,5 წლამდე.