ყველა გველი გველია?

Your browser doesn’t support HTML5

ქვეწარმავლების გამო დღეში 15-მდე გამოძახებას იღებს თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო. ამ სეზონზე გამოძახებათა ეს რაოდენობა უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში ჩვეულებრივი მოვლენაა, ამბობს ჰერპეტოლოგო შოთა ზანდუკელი და იმასაც დასძენს, რომ ყველა ქვეწარმავალი, რომელიც მოქალაქეებს გველი ჰგონიათ, სინამდვილეში გველი არ არის. თბილისის იმ უბნებში, რომლებიც ბუნებრივი გარემოს სიახლოვესაა, ყველაზე ხშირად გველხოკერა გვხდება. ის უშხამო ქვეწარმავალია და მის ნაკბენს მხოლოდ ჩამობანით შეიძლება ვუწამლოთ. საქართველოში გავრცელებული შხამიანი გველის სახეობა, გიურზა, თბილისში არ დაფიქსირებულა. როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან შხამიანი და უშხამო ქვეწარმავლები და როგორ მოვიქცეთ, თუ მათ გადავეყრებით, სიუჟეტიდან გაიგებთ.