ყაზახეთში ათობით პირი დააკავეს არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობის გამო

ყაზახეთში პოლიციამ ათობით აქტივისტი დააკავა 23 ივნისის არასანქცირებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო, რომელიც ოპოზიციური პარტიის, ყაზახეთის დემოკრატიული არჩევნის მიერ (DVK), იყო ორგანიზებული. დემონსტრანტები მოითხოვდნენ ხელისუფლებისაგან, რათა ქვეყანაში არსებობდეს თანაბარი განათლების უფლება ყველა მოქალაქისათვის. კვირის დასაწყისში ყაზახეთის გენერალური პროკურორის აპარატმა მოუწოდა მოქალაქეებს, რათა არ მიეღოთ მონაწილეობა არასანქცირებულ მიტინგში.