ვლადიმირ პუტინის რეიტინგი მკვეთრად კლებულობს

სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეიტინგი ბოლო დღეების განმავლობაში მკვეთრად კლებულობს. რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შემსწავლელი ცენტრის თანახმად, 10-დან 17 ივნისამდე პუტინისადმი ნდობის რეიტინგი 77-დან 72% პროცენტამდე შემცირდა. იმავე კვირის განმავლობაში სულ მცირე 8%-ით შემცირდა მათი რაოდენობა, ვინც მზად არის არჩევნებზე ხმა პუტინს მისცეს. ეს მაჩვენებელი შეადგენს 54%-ს ნაცვლად 62 %-ისა. ასევე კლებულობს პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევის რეიტინგი. გამოკითხვის თანახმად მათი რიცხვი, ვინც არ ენდობა მთავრობის თავმჯდომარეს, აღემატება იმათისას, ვინც ენდობა.