საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე არ უარყოფს, რომ განახლებული მინისტრთა კაბინეტის წევრობის სავარაუდო კანდიდატებს შორის საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებიც არიან. „კონკრეტულ გვარებზე დღეს არ გავაკეთებ კომენტარებს, თუმცა, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, პრემიერ-მინისტრი აწარმოებდა ინტენსიურ მოლაპარაკებებს შესაძლო კანდიდატებთან, მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ პროფესიონალებთან“ - განაცხადა თალაკვაძემ.
"ქართულ ოცნებაში" არ უარყოფენ, რომ მომავალი მთავრობის წევრებს უცხოეთშიც ეძებენ
არჩილ თალაკვაძე