მსოფლიო ჩემპიონატი გერმანიის ნაკრების გარეშე გაგრძელდება

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ კორეასთან დამარცხდა

გერმანიის ნაკრები გამოეთიშა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ კორეასთან დამარცხდა ანგარიშით 0:2 ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში და პლეი-ოფს მიღმა დარჩა. F ჯგუფის მეორე შეხვედრაში შვედეთმა მოუგო მექსიკას ანგარიშით 3:0 და მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდა. მექსიკელებმა მეორე ადგილი დაიკავეს. გერმანიას სამხრეთ კორეამაც გაუსწრო - ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილით დაასრულა. დღეს მერვედფინალის კიდევ ორი საგზური გათამაშდება. E ჯგუფში ბრაზილია სერბიას დაუპირისპირდება, შვეიცარია - კოსტა რიკას.