მერილენდში ხუთი ადამიანი ემსხვერპლა გაზეთის რედაქციაზე თავდასხმას

პოლიცია რედაქციის მიმდებარე ტერიტორიაზე

ხუთი ადამიანი მოკლა მერილენდის ქალაქ ანაპოლისში, ადგილობრივი, ყოველდღიური გაზეთის რედაქციაში, შეიარაღებულმა თავდამსხმელმა. Capital Gazette-ის ჟურნალისტები სროლის შესახებ ტვიტერის საშუალებით იტყობინებოდნენ. მერილენდის შტატის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია.

მერილენდის გუბერნატორმა ლარი ჰოგანმა გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სრულიად განადგურებულია ამ ტრაგედიით.