თავდასხმის შედეგად დაიღუპა ავღანეთის სპეცძალების მეთაური

ავღანეთის პოლციის სპეცდანიშნულების ერთ-ერთი ქვედანაყოფის მეთაური დაიღუპა 28 ივნისს, როდესაც ოჯახთან ქაბულის შემოგარენში დასასვენებლად იმყოფებოდა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აზიზულა კარვანი, პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმ „01“-ის მეთაური პაქტიკას პროვინციაში, თალიბების წინააღმდეგ ჩატარებული არერთი ოპერაციას ხელმძღვანელობდა. იგი წარსულში რამდენიმჯერმე გადაურჩა ტერაქტს. მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ორგანიზაცია თალიბანმა, რომლის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზაბიულა მუჯაჰიდმა, ტელეფონის საშუალებით გაავრცელა შესაბამისი ინფორმაცია.