გაიხსნა წყნეთი-ბეთანიის განახლებული გზა

Your browser doesn’t support HTML5

გაიხნა წყნეთი-ბეთანიის გზა, რომელიც 2015 წლის ივნისში სტიქიის შედეგად დაზიანდა და გაუვალი გახდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა. მისი ღირებულება 29 მილიონ ლარს სცდება. გაკეთდა სპეციალური ბადეები, რომელიც აჩერებს დიდი ინერციით მოძრავ ლოდებს. დამონტაჟდა წინასწარი შეტყობინების სისტემები, რომელიც უმნიშვნელო ქანის გადაადგილებაზეც კი სიგნალს გადასცემს გზის შემოსასვლელში და გასასვლელში დაყენებულ შლაგბაუმებს და ავტომატურად დაიკეტება. ასევე, გამოიკვლიეს დამეწყრილი ფერდობის საიმედოობის კოეფიციენტი, რომელშიც მოიაზრება სეისმური ბიძგები 8 ბალზე და ჰიდროლოგიური წნევები. საეჭვო ზონები დაბურღეს, ხოლო ქანები გაამაგრეს.